ტოტისა და დე როსის წასვლით რაღაც დავკარგეთ - ედინ ჯეკო

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ საკუთარი აზრი გამოთქვა კლუბის ლეგენდების - ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის შესახებ.

"მათი წასვლით რაღაც დავკარგეთ. ტოტი და დე როსი ნამდვილი ავტორიტეტები იყვნენ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ახლა გუნდს მე, ფასიო, კოლაროვი, ფლორენცი და მირანტე წარმოვადგენთ. სწორედ ჩვენ დავეხმარებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს", - განაცხადა 33 წლის ფორვარდმა.

1 წლის წინ გუნდი ფრანჩესკო ტოტიმ დატოვა, ხოლო რამდენიმე თვის წინ "რომას" დანიელე დე როსიც გამოემშვიდობა. "რომაში" ყველაზე მეტი წელი მოქმედი ფეხბურთელებიდან 28 წლის ალესანდრო ფლორენცის
აქვს გატარებული. დე როსისა და ტოტის მსგავსად, ისიც რომაული კლუბის აღზრდილია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული