რონალდომ დედისგან დაუკითხავად, მალულად იქორწინა

AutoSharing Option
Novella 2000-ის ცნობით, "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ ჯორჯინა როდრიგესზე იქორწინა.

მათ ჯვარი მალულად მაროკოში დაიწერეს და ეს ამბავი კრიშტიანოს დედამ, დოლორეს ავეირომ არ იცოდა, რომელსაც ჯორჯინასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჩატარდა და მისი ვიდეო და ფოტოები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რონალდო და ჯორჯინა ერთად 2016 წლიდან ცხოვრობენ და 2017 წელს ქალიშვილი შეეძინათ - ალანუ მარტინუ.

სხვათა შორის, დოლორესს ასევე თვალში არ მოსდიოდა შვილის ყოფილი მეგობარი გოგონა ირინა შეიკი
და როგორც ამტკიცებენ, მისი აქტიური ჩარევით დასცილდნენ ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სოფელში ვართ ბებოსთან
რონალდო
14:02 21-11-2019
0
თურმე გაპარულან მშობლებს რომ არ დაეშალათ.რა ხართ ეს ჟურნალისტები.
დედამთილი
13:09 21-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული