"იუვენტუსის" ფეხბურთელები პაულო დიბალა და ლეონარდო ბონუჩი ტურინში ცნობილი მომღერლის, მიკას კონცერტს დაესწრნენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ ისინი მომღერალს შეხვდნენ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მაისურებიც აჩუქეს.
2012 წლის აგვისტოში მიკამ განაცხადა, რომ გეია. საზოგადოება მას სიმღერით Relax, Take It Easy და სხვა ცნობილი ჰიტებით იცნობს.