რონალდომ "იუვენტუსს" გამარჯვება 2.56 მეტრის სიმაღლიდან გატანილი გოლით მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში, "იუვენტუსმა" სტუმრად "სამპდორია" 2:1 დაამარცხა.

რონალდომ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა - გოლის მომენტში ის 71 სანტიმეტრზე ახტა და ბურთს 2.56 მეტრზე შეეხო.

"იუვენტუსი" 42 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "ინტერს" 3 ქულით უსწრებს, რომელიც 21 დეკემბერს "ჯენოას" უმასპინძლებს.

"იუვეს" მეკარე ჯიჯი ბუფონმა ჩემპიონატზე 647-ე მატჩი ჩაატარა და პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი". 23 136 მაყურებელი
სამპდორია - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 დიბალა (19), 1:1 კაპრარი (35), 1:2 რონალდო (45)
გაძევება: კაპრარი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მფრინავი კაცი.ჰაერში გაჩერდა.ასეთი ულამაზესი ბურთები რამდენი აქვს გატანილი.
სასწაული
12:46 19-12-2019
0
ცოტა ადრე მაინც გადასული იუვეში ეს დალოცვილი ხო მოაგებინებდა ლიგას
0

სიახლეები პოპულარული