![](https://sportall.ge/pictures/image31/0b73edf51089e8d3ccc6393161dfb950.jpeg)
ნახევარმცველი ადრიენ რაბიო პსჟ-დან "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კარგი ბონუსიც მიიღო და მაღალი ხელფასიც დაუნიშნეს, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა და არ ათამაშებენ.
ის "იუვეში" კონკურენციას ვერ უძლებს და გუნდის გამოცვლა სურს.
Telefoot-ის ცნობით, იანვარში "იუვენტუსი" რაბიოს იჯარით გაშვებას არ აპირებს და უფრო ხშირად ათამაშებს.
24 წლის რაბიომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.