იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს გამომძალველობისთვის 3.5 წელი მიუსაჯეს

AutoSharing Option
"იუვენტუსის", "პალერმოს", "ფიორენტინას", "ბენფიკას" და იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ფაბრიციო მიკოლის  გამომძალველობისთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სააპალეციო სასამართლომ 2017 წლის ოქტომბერში შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაჩენი ძალაში დატოვა.

მიკოლის ბრალი იმაში დაედო, რომ 2010 წელს, ვალის დასაბრუნებლად დახმარებისათვის, კალსას რაიონის მაფიის ბოსის შვილს, მაურო ლაურიკელეს მიმართა. ლაურიკელემ კი 12 ათასი ევროს დასაბრუნებლად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა.

მიკოლიმ ფეხბურთელის კარიერა 2015 წელს დაასრულა. მას "სკუადრა აძურაში" ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული