ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველმა დანი ოლმომ შეიძლება კარიერა "მილანში" გააგრძელოს.
Sportske Novosti-ს ცნობით, ხორვატიული კლუბი მზადაა ოლმო 30 მილიონ ევროდ გაყიდოს, ფეხბურთელი კი "როსონერიში" გადასვლაზე თანახმაა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ოლმოს დაბრუნება მის მშობლიურ "ბარსელონას" უნდა. მან ხორვატიის მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
დანი ოლმო: თუ ხორვატიაში დავრჩი, ევრო 2020-ზე მონაწილეობა რთული იქნება
ზაგრების "დინამო" და "ბარსელონა" დანი ოლმოს ტრანსფერზე ვაჭრობენ