"იუვენტუსის" 61 წლის თავკაცმა მაურიციო სარიმ "იუვენტუსთან" ხელშეკრულების დასრულების, ანუ 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დასრულება არ გამორიცხა.
"ზეწოლა მითია. ეს ჩვენზე ძლიერად არ მოქმედებს. თუ მოტივაცია დაკარგე, სჯობს გაჩერდე. არ ვიცი, ვიქნები ძველი სარი თუ არა, როდესაც "იუვენტუსთან" ჩემი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდება. თუ ვიქნები, სამუშაოს გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა", - განუცხადა სარიმ Goal-ს.
შეგახსენებთ, დღეს, 26 იანვარს, "იუვენტუსი" ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად სარის ყოფილ გუნდს, "ნაპოლის" დაუპირისპირდება.