ნეაპოლელებმა სარის შარვალჩახდილი, კუზიანი და ნაბიჭვარი უწოდეს და "იუვენტუსიც" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში 2:1 სძლია "იუვენტუსს".

ამ გუნდების შეხვედრა მუდამ დაძაბულია, დამატებითი ინტრიგა კი იმან შესძინა, რომ "იუვეს" ნეაპოლური გუნდის ყოფილი თავკაცი მაურიციო სარი უდგას სათავეში.

მატჩის წინ "სან პაოლოს" სტადიონთან ტიფოზებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: "კუზიანო ნაბიჭვარო, ბევრს ლაპარაკობდი "იუვეზე", შემდეგ კი შარვალი ჩაიხადე".

"ნაპოლის" ნახევარმცველმა ხოსე კალეხონმა კი განაცხადა, რომ სარის ხელმძღვანელობით სამი შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ახლა მისი დამარცხება სურდათ. დაამარცხეს კიდეც.

პირველად სტუმრებმა კარში ბურთი 62-ე წუთზე დაარტყეს - იგუაინს მერეტმა
აუღო, კონტრშეტევისას ზელენსკიმ მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ ინსინიემ მეორედ დაამწუხრა შჩესნი, ბოლოს კი რონალდომ ანგარიში შეამცირა.

რონალდომ ჩემპიონატზე ზედიზედ მერვე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"იუვენტუსი" 51 ქულით ლიდერია, "ინტერს" 3 ქულით უსწრებს და 2 თებერვალს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

"ნაპოლი" 27 ქულით მეათე ადგილზეა და 3 თებერვალს გენუაში "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 40 000 მაყურებელი
ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 ზელენსკი (63), 2:0 ინსინიე (86), 2:1 რონალდო (90)
მკითხველის კომენტარები / 4 /
კრიშტიანომ საოცარი ბურთი გაიტანა.34 წლის კაცმა რა სისწრაფეში გააკეთა ყველაფერი.მოკლედ საოცარი კაცია.
jaz
27 იანვარი 2020 18:26
2
იუვემ წააგო ნაპოლისთან, რა ვქნათ ეხლა ავტეხოთ ერთი ამბავი და ტალახში ამოვსვაროთ იუვე და მისი ფეხბურთელები, ბარსას მომხრეებმა? ერთი ამბავი, რომ აგვიტეხეთ ბარსას გასვლაზე ვალენსიასთან. ესეიგი ყველას ეპატიება და ბარსას თუ ერთი ფეხი დაუცდა, აუ წამოვა და რა წამოვა ჩასაფრებულების კომენტარები: აი ბარსა ასე და ასე... ნახეთ მესი უსუსურია... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვლანძღე იუვე და მისი ფეხბურთელები? არა! იმიტომ, რომ ცალ ფეხზე მკიდია სხვა გუნდის წაგება და მოგება . აი ასე უნდა იყოთ თქვენც. ყველამ თქვენს გუნდებს მიხედეთ, ვისაც ქომაგობთ.
გია1
27 იანვარი 2020 16:27
0
და გატუზოზე არცერთი სიტყვა? რომ წაეგოთ ხომ მწვრთნელი დატრიალდებოდა ყველა ბრუნვაში? უსამართლობაა, თამაში გატუზომ მოიგო
Valderrama
27 იანვარი 2020 14:52
0
ასეთი უტეხნიკო ნახევარდაცვით იუვე ვერაფერს იზავს.ელემენტარული აზროვნების უნარი არა აქვთ.რონალდუს წინა თამაშებში დიბალა უბავდა მხარს მაგრამ გუშინ აშკარა ჩავარდნა ქონდა.
აბუ
27 იანვარი 2020 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული