2 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში "იუვენტუსმა" სახლში 3:0 დაამარცხა "ფიორენტინა".
"იუვენტუსი" 54 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 5 ქულით უსწრებს (რომელიც დღეს სტუმრად "უდინეზეს" ხვდება) და 8 თებერვალს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.
რონალდომ ორი პენალტი გაიტანა, სულ კი კარიერაში 151 თერთმეტმეტრიანიდან 126 გაიტანა. რაც კრიშტიანო "იუვეში" გადავიდა, ჩემპიონატზე 40 გოლი გაიტანა - 2018 წლის ზაფხულიდან იტალიაში ყველაზე მეტი.
ის იტალიაში უკანასკნელი 14 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 9 მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 171 მაყურებელი
იუვენტუსი - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (40, პენ), 2:0 რონალდო (80, პენ), 3:0 დე ლიხტი (90+1)