8 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში "ვერონამ" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "იუვენტუსს".
"იუვე" რონალდომ დააწინაურა, 76-ე წუთზე ფაბიო ბორინიმ ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მცველ ლეონარდო ბონუჩის მარაშ კუმბულასთან ბრძოლისას მოხვდა, მსაჯმა დავიდე მასამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ჯამპოლო პაცინიმ გამოიყენა და მასპინძლებს სენსაციური გამარჯვება მოუტანა.
21-ე წუთზე მარაშის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა - ვიდეოასისტენტებთან კონსულტაციას 2 წუთი დასჭირდა.
"იუვენტუსი" 54 ქულით ლიდერია და თუ "ინტერმა" "მილანს" მოუგო, დაეწევა.
რონალდო "იუვენტუსის" პირველი და იტალიის ჩემპიონატის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 10 მატჩში გამოიჩინა თავი - მან ჩემპიონატში 20+ გოლი მიჯრით მე-11 სეზონში გაიტანა.
ვერონა. "მარკ'ანტონიო ბენტეგოდი"
ვერონა - იუვენტუსი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (65), 1:1 ბორინი (76), 2:1 პაცინი (86, პენ)