"მილანს" "აინტრახტისგან" თავდამსხმელ ანტე რებიჩის კონტრაქტის გამოსყიდვა უნდა.
"როსონერიმ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 26 წლის ხორვატი ორსეზონიანი იჯარით აიყვანა, მაგრამ მხარეები კონტრაქტის გამოსასყიდ ფასზე არ შეთანხმებულან. ახლა კი ფრანკფურტული კლუბი აცხადებს, რომ მზადაა რებიჩი 40 მილიონ ევროდ მიჰყიდოს.
მიმდინარე სეზონში რებიჩმა 21 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.