სრულიად მოულოდნელად, იტალიური და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დაუპატიჟებელი სტუმარივით გამოჩნდა "ატალანტა". გასულ სეზონში ბერგამოულმა გუნდმა სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და თასის ფინალში გავიდა. ახლა ჩემპიონატზე მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ვალენსიას" 4:1 სძლია და ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ამ გუნდის წარმატებამ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გააღიზიანა, რაც მან ლონდონში ჩატარებულ FT Business of Football Summit-ზე ვერ დამალა.
"ყველაფერს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რასაც "ატალანტა"
აკეთებს, მაგრამ ისტორიის გარეშე მხოლოდ ერთი შესანიშნავი სეზონის ჩატარების შემდეგ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. მართებულია თუ არა ეს?
მე "რომას" ვიხსენებ, რომელიც უკანასკნელ წლებში ევროპაში იტალიური ფეხბურთის რეიტინგს მაღლა სწევდა. მათ ერთი ცუდი სეზონი ჩაატარეს და ახლა, აქედან გამომდინარე, მატერიალურ ზარალს განიცდიან.
ჩვენ ჩვენი ინვესტიციების და გაწეული ხარჯების დაცვა გვმართებს. ითამაშებს კი "ატალანტა" კვლავ მაღალ დონეზე? ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. საუბარია ამ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალე პროცესის შექმნაზე.
ჩვენ ჩვენი ინვესტიციების და გაწეული ხარჯების დაცვა გვმართებს. ითამაშებს კი "ატალანტა" კვლავ მაღალ დონეზე? ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. საუბარია ამ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალე პროცესის შექმნაზე.
ზოგიერთი გუნდი ტურნირზე მხოლოდ თავისი ქვეყნის მაღალი რეიტინგით მოხვდა. საკითხი იმაშია, როგორ გავაწონასწოროთ კლუბების დამსახურება, წილი და შედეგი ცალკე აღებულ სეზონში".
ანიელის ნათქვამს ბერგამოს მერი ჯორჯო გორი გამოეხმაურა.
ანიელის ნათქვამს ბერგამოს მერი ჯორჯო გორი გამოეხმაურა.
"ანიელის" პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები. ელიტაში მდიდრებთან და ცნობილებთან შედარებას მოედანზე მიღწეულ შედეგს ვამჯობინებ. "ატალანტამ" თავისი მძიმე შრომით მოიპოვა ევროტურნირებზე ადგილი. ამ ნდობას ისიც კი იმსახურებს, რომელიც თვით პროვინციულ ქალაქს წარმოადგენს. ამას ჰქვია სპორტი", - წერს გორი თავის "ტვიტერზე".
ჩემპიონთა ლიგა შეიცვლება და უფრო ელიტური გახდება? - ანდრეა ანიელისა და უეფას რეფორმისტული ხედვა
ჯან პიერო გასპერინი: "ატალანტამ" კარგად ითამაშა და კიდევ შეეძლო რამდენიმე გოლის გატანა
ცენტრიდან გატანილი გოლი, 2 პენალტი, 2 წითელი ბარათი და 0:7 - "ატალანტა" საოცრებებს ჩადის [VIDEO]
არც მეტი, არც ნაკლები - "მილანი" "ატალანტასთან" განადგურდა - 0:5 [VIDEO]
"ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ სეზონში უკვე 40 მლნ ევრომდე გამოიმუშავა