"ინტერმა" ვარჯიშებიც გააუქმა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელ დანიელ რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა, სერია A-ში ვითარება უფრო დაიძაბა. მილანის "ინტერმა" უსაფრთხოების მიზნით ვარჯიშებიც კი გააუქმა.

"ინტერი" აცხადებს, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, დანიელ რუგანის კორონავირუსზე პოზიტიური ტესტის შემდეგ ყველა საშეჯიბრო მოქმედება შეჩერებულია. კლუბი ცდილობს ყველა საჭირო პროცედურის ინტეგრირებას." - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე.

შეგახსენებთ, 8 მარტს "იუვენტუსმა" "ინტერს" 2:0 სძლია. რუგანი სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა. სერია A კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული