რაკიტიჩი, შესაძლოა, "მილანში" ვიხილოთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" რაკიტიჩის გაყიდვას 20 მილიონ ევროდ აპირებდა. თვითონ ფეხბურთელიც გუნდიდან წასვლაზე თანახმა იყო, რამდენადაც სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ივანი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიიდან" გადავიდა. ამ პერიოდში მან 299 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 34 გოლი და 41 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ხორვატმა 31 შეხვედრა გამართა და 4 საგოლო გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაკიტიჩს ელევიან და ვილიანები, სილვები და ვიღაც ასაკოვანები შეიძლება მოიყვანონ, ლოგიკას ვერ ვხედავ! ან კოუტინიოს შეელეოდა კაცი? ბართომეუ შენი...
????
04 აპრილი 2020 14:27
0
მილანში კი არა ბატეში შეიძლება ვიხილოთ
საბა
04 აპრილი 2020 11:50
1

სიახლეები პოპულარული