"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "მილანში" არ გადავა. ამის შესახებ ინფორმაცია "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ "ტვიტერზე" გაავრცელა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკიტიჩის სამსახურით ორივე მილანური კლუბია დაინტერესებული.
"მილანი" "ბარსელონასთან" რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს, რადგან ფეხბურთელი ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს", - წერს სკირა.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე ხორვატმა 30 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსას" კი მისი გაყიდვა უნდა.