გატუზომ ერთი თვის ხელფასზე უარი თქვა - ის გუნდის თანამშრომლებს გადაუნაწილდებათ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო ჯუნტოლიმ უარი თქვეს ერთი თვის ხელფასზე, რათა გუნდის სხვა თანამშრომლებს ის შეხვდეთ. გადაწყვეტილება მათ დამოუკიდებლად მიიღეს და მათი თქმის ეს ნაბიჯი გუნდს კრიზის პერიოდში ვითარებას შედარებით გაუმარტივებს და სხვა წევრებს მეტ-ნაკლებად დაეხმარება.

წყაროს ცნობით, მარტსა და აპრილში, "ნაპოლიმ" 30 წევრი გაათავისუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ისინი უმუშევრები დარჩნენ. 

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ იტალიაში კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდება. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული