იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პერპაოლო სილერიმ კორონავირუსის გამო შეჩერებული სერია A-ს განახლებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის განახლება ნაკლებად სავარაუდოა", - ციტირებს სილერის Calciomercato.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის განახლება შესაძლებელი იყო ყველა გუნდის რომის რეგიონში შეკრებით და დარჩენილი 124 მატჩის 45 დღის ვადაში ჩატარებით.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის განახლება შესაძლებელი იყო ყველა გუნდის რომის რეგიონში შეკრებით და დარჩენილი 124 მატჩის 45 დღის ვადაში ჩატარებით.
იტალიის ჩემპიონატი 26 ტურის შემდეგ შეჩერდა. 63 ქულით ლიდერი "იუვენტუსია", რომელსაც 1 ქულით "ლაციო" ჩამორჩება.