დიბალა: არ მეგონა, თუ ფეხბურთი ასე მომენატრებოდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, იმაზე ისაუბრა, თუ როგორია მისი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე.

"მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ვარჯიშები და მატჩები ასე ძლიერ მომენატრებოდა. თანაგუნდელებისა და მეგობრების ნახვა მინდა და თუნდაც ბურთთან შეხება, ვინაიდან სახლში ვარჯიში სრულფასოვანი არ არის. მსურს, ბუცები ჩავიცვა, გავიქცე და გოლი გავიტანო...

კარანტინში ძალიან დიდი ხანია ვარ. ზუსტად არ ვიცით, ფეხბურთი როდის დაბრუნდება. ეს შვებულებას არ ჰგავს, როდესაც იცი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევს დასვენება. უნდა განვიტვირთო და ფორმაში ვიყო.

თვითიზოლაციაში ყოფნისას ვიგრძენი, რომ
რაღაც ახალი მინდა სცადო. მაგალითად, იოგა. მომეწონა და მივხვდი, რომ მეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული