"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო შეიძლება თანაგუნდელ პაულო დიბალას კორონავარუსით განმეორებით დაინფიცირების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მონაწილე იყოს, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".
გამოცემა წყაროს არ ასახელებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ რონალდოს გარემოცვამ დიბალას შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს განზრახ მიაწოდა, რამეთუ პორტუგალიელს იტალიაში დაბრუნება არ სურს. ის ამჟამად ოჯახთან ერთად მადეირაზე იმყოფება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ ექვს კვირაში კორონავირუსზე დიბალას ტესტმა მეოთხედ აჩვენა დადებითი შედეგი. ახლა დიბალას უფრო ინტენსიურად მკურნალობა მოუწევს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ ექვს კვირაში კორონავირუსზე დიბალას ტესტმა მეოთხედ აჩვენა დადებითი შედეგი. ახლა დიბალას უფრო ინტენსიურად მკურნალობა მოუწევს.
შეგახსენებთ, მარტში დიბალამ განაცხადა, რომ ის და მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინი ეპიდემიით
დაინფიცირდნენ.