"ლაციოს" დირექტორი: პოლიტიკოსებს არა აქვთ უფლება, სეზონის განახლებაში ხელი შეგვიშალონ

AutoSharing Option
"ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონის განახლებაზე ისაუბრა.

"მე გავიგე, რომ პრემიერ-მინისტრმა სეზონი დასრულებულად შეიძლება ამ კვირაში გამოაცხადოს, მაგრამ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. პოლიტიკოსებს ამის უფლება არა აქვთ.

ფიფამ, უეფამ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადეს, რომ ეროვნული ჩემპიონატები კალენდარული წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. თუ სეზონი ივნისში არ განვაახლეთ, მაშინ აგვისტოში ან სექტემბერში განვაახლებთ. ვფიქრობ, ეს მომავალი სეზონისთვის კარგი ნიშანი იქნება", - ციტირებს ტარეს Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული