"მილანმა" და "ინტერმა" ერთობლივი სტადიონისა და გასართობი პარკის პროექტი წარადგინეს, რომელიც სან-სიროს რაიონში აშენდება.
ახალი 60-ათასიანი არენა ძველ "ჯუზეპე მეაცასთან" ახლოს აშენდება. ძველი არენიდან კი მხოლოდ ქვედა იარუსს დატოვებენ, რომელსაც სპორტულ-გასართობი დანიშნულება ექნება.
ასევე, მილანური გრანდების სტადიონთან 106 ათასი კვადრატული მეტრის მწვანე ზონა გაშენდება. პროექტის მშენებლობა 1 მილიარდი ევრო ეღირება.
დიზაინერები ფიქრობენ, რომ ახალი "ჯუზეპე მეაცა" განსხვავებულ სტანდარტებს დააწესებს და სხვა კლუბებისთვის მისაბაძი სტადიონი გახდება.
სერია A-ს განახლების გეგმები ჩაიშალა? "მილანში" 3 ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
"ბარსამ" ლაუტაროს სანაცვლოდ "ინტერს" დიდი თანხა და 3 ფეხბურთელი შესთავაზა