"ბარსამ" ლაუტაროს სანაცვლოდ "ინტერს" დიდი თანხა და 3 ფეხბურთელი შესთავაზა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" ლაუტარო მარტინესის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართა.

გამოცემის ცნობით, კატალონიელებმა "ნერაძურის" 80 მილიონი ევრო და 3 მცველი: ნელსონ სემედუ, ხუნიორ ფირპო და ჟან-კლერ ტოდიბო შესთავაზა.

თუმცა იტალიური მხარე აღნიშნულმა შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა. "ინტერის" ხელმძღვანელობა 22 წლის მარტინესის სანაცვლოდ 111 მილიონ ევროს ითხოვს.

ამ ეტაპზე, ყველაფერი იქით მიდის, რომ ლაუტარო იტალიურ გრანდში დარჩება. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არგენტინელი "ინტერში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით შეეცდება თავისი სატრანსფერო ფასის გაზრდას.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა
31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 16 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული