პიანიჩი ესპანურ გრანდში გადასვლას დათანხმდა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც ჩანს, ბოსნიელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანასთან" უკვე შეათანხმა ხელშეკრულების ყველა დეტალი და ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებების გამართვას დაელოდება.

გამოცემის ცნობით, დიდი ალბათობაა, გარიგებამ გაცვლის ფორმა მიიღოს. "იუვენტუსს" საკუთარ რიგებში არტურ მელოს ხილვა სურს, თუმცა ამ უკანასკნელს "ბარსაში" დარჩენა უნდა. სხვა ვარიანტებად ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი და ნელსონ სემედუ სახელდებიან.

პიანიჩმა კარიერა "მეცში" დაიწყო, საიდანაც "ლიონს" შეუერთდა. 2011 წლიდან 2016 წლამდე კი "რომას" ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან ტურინის
"იუვენტუსში" გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული