"ჰამარბიუს" სპორტულმა დირექტორმა იესპერ იანსონმა განაცხადა, რომ "მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიდი ალბათობით, მათ გუნდში გადავა.
38 წლის ფორვარდი "ჰამარბიუს" აქციების მფლობელია, კორონავირუსის გამო იტალია დატოვა და ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. მას "როსონერისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება.
"ეს ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი იყო, მით უმეტეს, ასეთ დროს. მედიამ დიდი ყურადღება მოგვაქცია. ითამაშებს თუ არა ზლატანი "ჰამარბიუში"? ვფიქრობ, ამის შანსი არსებობს, თუმცა თავად ზუსტად დარწმუნებული არ არის. 100%-ით ჩვენც არ ვიცით", - ციტირებს იანსონს Goal-ი.
იბრაჰიმოვიჩი დღეს, 11 მაისს, იტალიაში უნდა
დაბრუნდეს და კარანტინის შემდეგ "მილანთან" ერთად ვარჯიში განაახლოს.