ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" დატოვებს

AutoSharing Option
38 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" დატოვება გადაწყვიტა.

"კორიერე დელა სერას" ცნობით, იბრაჰიმოვიჩი კონტრაქტს არ გააგრძელებს და ალბათ, შვედეთში დაბრუნდება.

ის უკმაყოფილოა იმით, რომ "როსონერიდან" საფეხბურთო დირექტორი ზვონიმირ ბობანი დაითხოვეს და სპორტული დირექტორის, პაოლო მალდინის გაშვებასაც აპირებენ.

ზლატანი, სავარაუდოდ, კარიერას "ჰამარბიუში" გააგრძელებს, რომლის აქციების ნაწილის მფლობელია. ის ამ გუნდში ვარჯიშობდა, ორიოდ დღის წინ დაბრუნდა იტალიაში და თუ სეზონი განახლდა, დარჩენილ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული