ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი აღტაცებულია სერხიო რამოსით, კერძოდ კი იმ გზით, თუ როგორ მიაყენა ესპანელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს. ამის შესახებ ის თავის ავტობიოგრაფიაში წერს.
"რამოსი - მსოფლიოში საუკეთსო მცველია. ამბობენ, ის იმპულსურია, არ ითვალისწინებს ტაქტიკას და სეზონში 8-10 გოლი მისი შეცდომის მერე გადის. ასევე, ამბობენ, რომ ის ძალიან ტექნიკურია და თავისუფლად შეუძლია თავდამსხმელად თამაში. სერხიო ჩემი სრული საპირისპირო ვერსიაა.
თუმცა მას აქვს ორი ისეთი უნარი, რომელიც სხვას არავის გააჩნია. სერხიოს შეუძლია დიდ მატჩებში უმნიშვნელოვანესი
როლი შეასრულოს. მისი მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. მას არაამქვეყნიური ეშმაკობით შეუძლია მოწინააღმდეგეს ტრავმა მიაყენოს.
ის, რაც მან ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში სალაჰს გაუკეთა, უბრალოდ გენიალურია. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ტრავმა შემთხვევით მიაყენა, თუმცა სერხიომ იცოდა, რომ თუ ასე დაეცემოდა და მოწინააღმდეგეს ხელს არ გაუშვებდა, 10-დან 9 შემთხვევაში, შესაძლოა მეტოქეს ხელი მოსტეხოს." - წერს კიელინი.
კიელინი ეკონომიკის მაგისტრია - კლუბს ხელფასების შემცირების გეგმა წარუდგინა [PHOTO]
"რეალი" სერხიო რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტების გაგრძელებას არ ჩქარობს