ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში შეიძლება ვერ ითამაშოს, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშის დასასრულს მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმების ცნობით, დიდი ხანი გაუცდება.

მას კუნთის ძველი ტრავმის რეციდივი და ამას გარდა, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს.

ზლატანი შვედეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და გავრცელებული ცნობის თანახმად, სეზონის დასრულებისთანავე "ჰამარბიუში" გადაბარგდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული