სერია A-ს კლუბები 13 ივნისს ჩემპიონატის განახლებას მხარს უჭერენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის კლუბები მხარს უჭერენ 13 ივნისს თამაშების დაწყების იდეას. ამის შესახებ ჩემპიონატის პრესსამსახური აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს იგეგმება 4 შეხვედრის გამართვა: "ატალანტა"-"სასუოლო", "ინტერი"- "სამპდორია", "ტორინო"-"პარმა" და  "ვერონა"-"კალიარი".

ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორი, ფეხბურთის ფედერაცია და ჩემპიონატის ხელმძღვანელები მიიღებენ.

ჩემპიონატი 11 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. პირველ ადგილს ტურინის "იუვენტუსი" 63 ქულით იკავებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული