ფეხბურთელების დაყაჩაღება და გაქურდვა უკვე ჩვეულებრივი ამბავია

AutoSharing Option
კვირა არ გავა, ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატის ფეხბურთელები რომ არ დააყაჩაღონ ან არ გაქურდონ.

ამჯერად მოძალადეების მსხვერპლი "მილანის" ნახევარმცველი სამუელ კასტილეხო აღმოჩნდა, რომელსაც MilanNews-ის ცნობით, დღისით-მზისით ორმა ბოროტმოქმედმა საკუთარ ავტომობილში საათი წაართვა.

"მილანში ყველაფერი წესრიგშია? ორმა ბიჭმა პისტოლეტი მომაბჯინა და საათი წამართვა", - დაიჩივლა კასტილეხომ "ინსტაგრამზე".

კასტილეხომ გაძარცვის შესახებ პოლიციას მიმართა, მაგრამ სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების კვალს ვერ მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი) და დელე ალი (ტოტენჰემი) გაძარცვეს.

altრიად მარეზის სახლი გაქურდეს - ფეხბურთელმა 500+ათასი ფუნტი იზარალა

altდელე ალი

გაძარცვეს, დანით ემუქრებოდნენ და სახეში გაარტყეს

 

altეშლი კოული მძარცველებმა სკამზე დააბეს და მისი სახლიდან ყველაფერი გაიტანეს

alt4 შეიარაღებული პირი მარკიზიოს სახლში შეცვივდა და ფეხბურთელი მეუღლის თანდასწრებით დააყაჩაღა

altქურდმა ბრენდან როჯერსის სახლში სელფი გადაიღო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბევრი ფულის პატრნები ეგენი არიან და მაშ მე ხომ არ დამაყაჩაღებენ? თანაც გადამეტებულად მეტ ფულს იღებენ თავიიანთ შრომაში.
G.LA
14:01 10-06-2020
2
იტალიელი სამართალდამცველები... სასაცილოდ ჟღერს. მაგათ ორი ბატი არ უნდა მიაბარო. პირადად დავრწმუნდი იმაში, რომ მაქსიმუმ პარადზე გამოსაყვანად თუ გამოდგებიან.
2

სიახლეები პოპულარული