"ინტერის" ნახევარმცველმა ბურთი 2 მეტრიდან ვერ გაიტანა - მისი გუნდი ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ინტერმა" მილანში "სასუოლოს" დამარცხება ვერ შეძლო - 3:3. სტუმრებმა ფრეს 89-ე წუთზე გატანილი გოლით მიაღწიეს.

ამ მატჩის 63-ე წუთზე, როდესაც "ნერაძური" 2:1-ს იგებდა, მილანელთა თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს დარტყმული ბურთი მეკარე ანდრეა კოსილიმ მოიგერია, ნახევარმცველ რობერტო გალიარდინის მიუვიდა და მან ორი მეტრიდან ძელს გაარტყა.

"ინტერი" 58 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" 8 ქულით ჩამორჩება და 28 ივნისს გასვლაზე "პარმას" დაუპირისპირდება.

ინტერი-სასუოლო 3:3
გოლები: 0:1 კაპუტო (4), 1:1 ლუკაკუ (41, პენ), 2:1 ბირაგი (45+1), 2:2 ბერარდი (81, პენ), 3:2
ბორხა ვალერო (86), 3:3 მანიანი (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული