ვინა თქვა, რონალდო დაბერდაო? - "იუვემ" მოიგო, "ლაციო" არ ნებდება [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში ლიდერმა "იუვენტუსმაც" იმარჯვა და მისმა უახლოესმა მდევარმა "ლაციომაც".

"იუვენტუსმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "ჯენოა" და ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში მოუთავეს მეტოქეს საქმე. ტურინელთა თავდამსხმელმა რონალდომ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ჯენოა-იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 დიბალა (50), 0:2 რონალდო (56), 0:3 დუგლას კოსტა 73), 1:3 პინამონტი (73)

რთული გასვლითი მატჩი 2:1 მოიგო "ტორინოსთან" მეორეადგილოსანმა "ლაციომ" და "იუვეს" კვლავ 4 ქულით ჩამორჩება.

თავდამსხმელმა იმობილემ ჩემპიონატზე 29-ე გოლი
გაიტანა (29 მატჩში) და "ლაციოში" ერთ სეზონში თავის მიერვე დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ტორინო-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ბელოტი (5), 1:1 იმობილე (48), 1:2 პაროლო (72)

4 ივლისს "იუვენტუსი" - "ტორინოს", ხოლო "ლაციო" "მილანს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდო მსოფლიოს დონის თავდამსხმელი აღარ არისო,არა?ზოგიერთი ვაი სპეციალისტი ამტკიცებდა.ავტორ,თქვენიც გამკვირვებია,იუვენტუსმა მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუთავა ხელიო.პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა და ხელის მოთავებას რას ეძახით?
სოსო
10:50 01-07-2020
0
კიდევ იტყვის ეს თავის სიტყვას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული