"ლაციომ" "ლეჩესთანაც" წააგო და საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ გამოეთიშა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ლაციო" სტუმრად 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლეჩესთან".

თავიდან რომაელები კისედომ კი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

სიმონე ინძაგის გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და თუ დღეს ლიდერმა "იუვენტუსმა" "მილანს" სძლია, უკვე 10 ქულით გაექცევა.

ამას გარდა, მესამეადგილოსან "ინტერსაც" შეუძლია "ლაციოს" 1 ქულამდე მიუახლოვდეს, რომელიც 9 ივლისს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

ლეჩე - ლაციო 2:1
გოლები: 0:1 კაისედო (5), 1:1 ბაბაკარი (30), 2:1 ლუჩიონი (47)
გაძევება: პატრიკი (90+3, ლაციო)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული