სერია A-ს 30-ე ტურში "მილანმა" სტუმრად მოულოდნელად 3:0 დაამარცხა "ლაციო".
"იუვენტუსი" ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ლაციოს" 7 ქულით გაექცა და ამ უპირატესობის ხელიდან გამშვები არ ჩანს.
რომაული გუნდი მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ინტერს" 4 ქულით უსწრებს და 7 ივლისს გასვლაზე "ლეჩეს" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება "როსონერის", 46 ქულით მეექვსე ადგილზეა და 7 ივლისს "იუვეს" უმასპინძლებს.
"მილანის" 26 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა ჩემპიონატის უკანასკნელ 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა - იქამდე 7 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ დატოვა.
ლაციო - მილანი 0:3