იბრაჰიმოვიჩი: "მილანში" პრეზიდენტიც ვარ, ფეხბურთელიც და მწვრთნელიც

AutoSharing Option
"იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ (4:2) "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი ჩვეულ სტილში გააკეთა:

"მე ვეტერანი ვარ, ეს საიდუმლო არ არის! თუმცა ასაკი მხოლოდ ციფრია. თავს კარგად ვგრძნობ და გუნდის ყოველმხრივ დახმარებას ვცდილობ.

პრეზიდენტიც ვარ, ფეხბურთელიც და მწვრთნელიც! ერთადერთი მინუსი ის არის, რომ მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასს მიხდიან. თავიდან რომ გუნდში ვყოფილიყავი, სკუდეტოს მოვიგებდით.

დავრჩები თუ არა გუნდში? ვნახოთ, წინ კიდევ ერთი თვეა, რათა საკუთარი თავით დავტკბე, მაგრამ სიტუაცია უცნაურია და ამის კონტროლირება არ შეგვიძლია.

აქ ყოფნა ძალიან მომწონს. 38 წლის ვარ და
ძველებურ ფორმაში ვერ ვარ, რასაც ჭკვიანურად ვუდგები. იმის გაკეთებას არ ვცდილობ, რასაც 20 წლისა ვაკეთებდი", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თვითდაჯერებული იდიოტი
baggio
10:17 08-07-2020
16
რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე,
გულშემატკივარი
12:02 08-07-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული