"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის მწვრთნელ მაურიციო სარის გადაყენებაზე დარხეულ ხმებზე გააკეთა კომენტარი.
"ეს ყველაფერი პრესის ამბავია. აქ 10 წელია ვარ და 9 წელია მწვერვალზე ვიმყოფებით. მასიმილიანო ალეგრისთან ერთად 5 წელი ვიგებდით ტროფეებს დ ახლაც კი გვაკრიტიკებენ ფრეებისა და მოგებების გამოც კი.
უეჭველია, სარო მომავალ სეზონშიც "იუვენტუსის" მწვრთნელი იქნება", - განუცხადა პარატიჩიმ Football Italia-ს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება "იუვე" მაურისიო პოჩეტინიოს ჩააბარონ.