სერია A-ს 34-ე ტურის დასკვნით მატჩში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "ლაციო" 2:1 დაამარცხა.
აქამდე "ლაციომ" ბოლო შეხვედრები უხეიროდ ჩაატარა, 4-დან 3 წააგო და სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეთიშა, უკანასკნელ ხანს ვერც "იუვე" ბრწყინავს, ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო, ბევრ გოლს უშვებს, თუმცა ეს დამაჯერებელ ლიდერობაში ხელს არ უშლის.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ რონალდომ მასპინძლები დუბლით დააწინაურა, იმობილემ ანგარიში შეამცირა და მილინკოვიჩ-სავიჩს შეეძლო თავისი გუნდისთვის ფრე მოეპოვებინა, მაგრამ შენსნიმ არ დაანება.
"იუვე" 80 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 8 ქულით უსწრებს და 23 ივლისს გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
მაურიციოს გუნდმა ოქროს მედლების დასაუფლებლად დარჩენილ 4 ტურში 4 ქულა უნდა მოიპოვოს.
რონალდომ მიმდინარე ტურნირზე 30 გოლი გაიტანა - მან ჩემპიონატზე ბოლოს ასეთ შედეგს 4 წლის წინ მიაღწია.
იმობილეს ანგარიშზეც 30 გოლია - ჩირომ და კრიშტიანომ 12-12 პენალტი გაიტანეს და ჯუზეპე სიონიორის მიერ 1995/96 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
იუვენტუსი - ლაციო 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (51, პენ), 2:0 რონალდო (54), 2:1 იმობილე (83, პენ)