"ა ბოლას" ცნობით, იმის გამო, რომ 2018 წლის ზაფხულში სერბი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გადააყენა, ლისაბონის "სპორტინგი" მას 3 მილიონ ევროს გადაუხდის.
ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მიიღო.
მიხაილოვიჩი "სპორტინგის" მწვრთნელად 2018 წლის 18 ივლისს დანიშნეს. 9 დღის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ბრუნუ დე კარვალიომ დატოვა, ახალმა ხელმძღვანელობამ კი სერბ სპეციალისტს სამსეზონიანი კონტრაქტი გაუუქმა.
თავიდან კლუბმა მიხაილოვიჩს კომპენსაციის სახით 300 ათასი გადაუხადა, ის კი 11.2 მილიონს ითხოვდა.
ამჟამად მიხაილოვიჩი, რომელიც "ბოლონიას" თავკაცია, ლეიკემიას ებრძვის.