მოსკოვის "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას თანაგუნდელ ალეკსეი მირანჩუკს კარიერის "ატალანტაში" გაგრძელება შეუძლია.
როგორც "სპორტ ექსპრესი" იტყობინება, დღეს, 17 აგვისტოს, "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძე ბერგამოული კლუბის ხელმძღვანელობას მირანჩუკის ტრანსფერის შესახებ უნდა ესაუბროს.
ასევე, დღეს ან ხვალ მოსკოვურმა გუნდმა "ატალანტასაგან" ოფიციალური შეთავაზება უნდა მიიღოს. იტალიელები მზად არიან მირანჩუკის სანაცვლოდ 14-15 მილიონი ევრო გადაიხადონ.
წყაროს ცნობით, "ატალანტა" 24 წლის რუსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასის სახით კი წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი ევროს გადახდას ჰპირდება.
იქამდე კი იტალიურ და რუსულ პრესაში წერდნენ, რომ ახალგაზრდა გარემარბის
საკუთარ რიგებში ხილვა "მილანს" სურდა და მის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.
მირანჩუკის ქართველი თანაგუნდელი კი რუსეთის პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს. საბას მომავალ კლუბად ვოლგოგრადის "როტორი" სახელდება.