კვირკველიას თანაგუნდელს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იწვევს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას თანაგუნდელ ალეკსეი მირანჩუკს კარიერის "ატალანტაში" გაგრძელება შეუძლია.

როგორც "სპორტ ექსპრესი" იტყობინება, დღეს, 17 აგვისტოს, "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძე ბერგამოული კლუბის ხელმძღვანელობას მირანჩუკის ტრანსფერის შესახებ უნდა ესაუბროს.

ასევე, დღეს ან ხვალ მოსკოვურმა გუნდმა "ატალანტასაგან" ოფიციალური შეთავაზება უნდა მიიღოს. იტალიელები მზად არიან მირანჩუკის სანაცვლოდ 14-15 მილიონი ევრო გადაიხადონ.

წყაროს ცნობით, "ატალანტა" 24 წლის რუსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასის სახით კი წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი ევროს გადახდას ჰპირდება.

იქამდე კი იტალიურ და რუსულ პრესაში წერდნენ, რომ ახალგაზრდა გარემარბის
საკუთარ რიგებში ხილვა "მილანს" სურდა და მის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.

მირანჩუკის ქართველი თანაგუნდელი კი რუსეთის პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს. საბას მომავალ კლუბად ვოლგოგრადის "როტორი" სახელდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საზღვარგარეთ სექსის თავისუფლება ავიწყებს ქართველ ფეხბურთელს ფეხბურთის თამაშს
ბაჩი
22 აგვისტო 2020 14:42
0
აკი რუსები ფეხბურთელებს არ ყიდიან და იქაური ფეხბურთი ჭაობიაოო?? მოდით სიმართე ვთქვათ რა ბევრი ქართველი ახალგაზრდა ვინც წასულა ევროპაში ან რუსეთში სათამაშოთ ზოგს ტრამვებმა შეუშალა ხელი ზოგს ხასიათმა ტრამვისგან არავინა დაზღვეული და რაც შეეხება ხასიათს ბევრი ვინც აქედან მიდის და ნახულობენ იქაურ ცხოვრებას მაღალ ხელფასს იქ ყურადღებას რადგან იქ უფრო მეტი ხალხი იცნობს ფეხბურთელებს ვიდრე აქ სამწუხაროდ ბევრი ივისყებს ფეხბურთის თამაშს და ვარჯიშს და სხვა ინტერესები უჩნდებათ,ხოლო დიდი ფეხბურთელობა მოდის პროფესიონალიზმით თავდაუზოგავი შრომით რეჟიმის დაცვით და დასციპლინით და არაა მხოლოდ ნიჭით და კაი მონაცემებით ნიჭს და მონაცემებს განვითარებაა უნდა და ეს შრომის გარეშე წარმოუდგენელია.
გიორგი
17 აგვისტო 2020 19:16
4
მაგაზე მეტს რუსეთშიც გადაუხდიან მირანჩუკის დონის ფეხბურთელს მაგრამ თვითონ ფეხბურთელიც ხვდება რომ იტალიაში თამაშით უფრო განვითარდება და მოუმატებს თამაშს ესა პროფრსიონალიზმი
Gio
17 აგვისტო 2020 19:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული