სუარესი ორშაბათს იტალიური ენის გამოცდას ჩააბარებს

AutoSharing Option
თავდამსხმელ ლუის სუარესის "იუვენტუსში" გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, მაგრამ ამისათვის "ბარსელონასთან" კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს და ევროკავშირის მოქალაქის პასპორტი აიღოს. საქმე იმაშია, რომ სერია A-ს გუნდებს გუნდში 3 არაევროკავშირელი ყოლის უფლება აქვთ.

ესპანეთში ამისათვის მან მეუღლის, სოფია ბალბეს პასპორტი წარადგინა, იტალიაში კი ცოტა რთული პროცედურაა. კერძოდ, იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება მართებს. ის გამოცდას ორშაბათს ბარსელონაში იტალიის საკონსულოში ჩააბარებს.

ლუისი "ბარსაში" არტურო ვიდალთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობს, თავისუფალ დროს კი იტალიური ენის რეპეტიტორი მის სახლში დადის და რამდენად ნიჭიერი და ბეჯითია, ხვალ გამოჩნდება.

სუარესს
"იუვე" 2:1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს, სეზონურ გასამრჯელოდ კი 10 მილიონ ევროს დაუნიშნავს. ამას გარდა, ის ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ კატალონიური კლუბისგან 15 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეეხ, ასეთ ფეხბურთელს,რომ გაუშვებენ რაზეა საერთოდ ლაპარაკი. თუ "ასაკოვანია" (უკვე აუტანელია ამ ყბად აღებული ასაკებზე ლაპარაკი)იუვე მაშინ რატომ იწვევს? ყოჩაღ ბარსა ლეგენდების ასე "დაფასებისათვის".
0
დროა მოშორდე ამ სექტას სახელად ბარსა სადაც არსებობდა ერთი კერპი რომლის გარშემოც ბრუნავდა სამყარო.გისურვებ იუვეში გადასვლას სადაც კაცურად ხვდებიან მოგებასაც და წაგებასაც.
კუმანი
12:20 07-09-2020
1

სიახლეები პოპულარული