"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი ტურინული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გააკეთა:
"ჩვენ ჯერ კიდევ ველით ცენტრალურ თავდამსხმელს. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ იხურება და მშვიდად ვართ. არსად არ გვეჩქარება.
სუარესის ტრანსფერი რთული განსახორციელებელია, ვინაიდან იტალიური პასპორტის მიღებას დიდი დრო სჭირდება. ამდენად ეს ნაკლებად სავარაუდოა", - ციტირებს პირლოს "როიტერი".