გუშინ, 13 დეკემბერს, "მილანმა" "პარმას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
"როსონერისთვის" ყველაფერი ცუდად დაიწყო, როდესაც მატჩის დებიუტშივე მატეო გაბიამ ტრავმა მიიღო.
"მილანმა" 2-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა.
"მილანი" - "პარმა"
გოლები: 0:1 ჰერნანი (13), 0:2 კურტიჩი (56), 1:2 ტეო ერნანდესი (58), 2:2 ტეო ერნანდესი (90+1).
"როსონერიმ", გასული სეზონის გათვალისწინებით, დაუმარცხებელი სერია 23-მდე გაზარდა (17 მოგება და 6 ფრე).
იტალიური კლუბი ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია. მასთან ერთად ამ სტატუსს "ატლეტიკო" ატარებდა, მაგრამ შაბათს "რეალთან" შეხვედრა დათმეს.
ბოლოს "მილანმა" "ჯენოასთან", 8 მარტს წააგო, ანგარიშით 1:2.
ამჟამად, "როსონერი" პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" 3 ქულით უსწრებს.
პ.ს. ისე კი გირჩევ, ზოგადად მაინც გადახედე გუნდების ისტორიას და ფეხბურთი ბარსელონა, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პარი სენ ჟერმენი და ამათნაირი ყარტა-ყურტა გუნდები არ არის :)