"ნაპოლის" ჩივილმა შედეგი გამოიღო და "იუვესთან" მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
სერია A-ს მე-3 ტურის მატჩის სათამაშოდ "ნაპოლი" ტურინში რომ არ ჩაფრინდა კოვიდპანდემიის გამო და ამიტომ "იუვენტუსთან" ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა, თან დამატებით 1 ქულაც დააკლეს, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა ტურინში არჩასვლას ნეაპოლის რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით ხსნიდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და ამიტომ სერის A-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სხვადასხვა ინსტანციაში გაასაჩივრა და ბოლოს თავისას მიაღწია.

საბოლოო ვერდიქტით გადაწყდა, რომ ეს მატჩი უნდა ჩატარდეს. მისი გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული