სერია A-ს 21-ე ტურში "მილანმა" "სან სიროზე" "კროტონე" 4:0 დაამარცხა.
დუბლები ზლატან იბრჰიმოვიჩმა და ანტე რებიჩმა შეასრულეს. იბრამ კარიერაში საკლუბო დონეზე მე-500 და 501-ე გოლები გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 14 გოლია და ბომბარდირ რონალდოს 2 გოლით ჩამორჩება, რომელმაც 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"როსონერიმ" ლიდერობა დაიბრუნა, "ინტერს" 2, ხოლო "იუვენტუსს" 7 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
13 თებერვალს "მილანი" გასვლაზე "სპეციას" დაუპირისპირდება.