"ვერონას" ფეხბურთელი მატარებლის სახურავიდან გადმოვარდა

AutoSharing Option
"ვერონას" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ანდრეა გრესელე რეანიმაციაში მოხვდა, - იტყობინება ESPN და გავრცელებულ ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს.

18 წლის გრესელე, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მატარებელზე აძვრა, ელექტროსადენს შეეხო და 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

მას ხერხემლის მალა აქვს გატეხილი და თავის ტვინი შეშუპებული. ანდრეას ორშაბათს ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ კიდევ რეანიმაციაშია.

გრესელე მარჯვენა მცველია და გასულ წელს იტალიის თასზე "კალიარისთან" თასის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კომენტარი ზედმეტია მარა ეს ცალტვინა ხალხი ასეთ გუნდებში რანაირად ა,!?
მემანქანე
06:10 10-02-2021
1
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო! ვენაცვალე ამის მომგონს!
rezi
14:56 11-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული