"ვერონას" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ანდრეა გრესელე რეანიმაციაში მოხვდა, - იტყობინება ESPN და გავრცელებულ ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს.
18 წლის გრესელე, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მატარებელზე აძვრა, ელექტროსადენს შეეხო და 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
მას ხერხემლის მალა აქვს გატეხილი და თავის ტვინი შეშუპებული. ანდრეას ორშაბათს ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ კიდევ რეანიმაციაშია.
გრესელე მარჯვენა მცველია და გასულ წელს იტალიის თასზე "კალიარისთან" თასის მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გრესელე მარჯვენა მცველია და გასულ წელს იტალიის თასზე "კალიარისთან" თასის მატჩში მიიღო მონაწილეობა.