იუვენტუსი საკუთარ მოედანზე დებიუტანტთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ბენევენტოსთან". გოლი ცსკა-დან განათხოვრებულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ადოლფო გაიჩმა 69-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, დებიუტანტმა "ბენევენტომ" პირველ წრეშიც დააკარგვინა "იუვეს" ქულები - მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა თავდამსხმელმა რონალდომ ორჯერ გაარტყა საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს. მან "იუვეში" 69 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - 2020 წლის ივლისში "ტორინოსთან".

55 ქულით მესამე ადგილზე მყოფი "იუვენტუსი" ლიდერ "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩება და 3 აპრილს "ტორინოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალი რომ მარტო რონალდო არ იყო მშვენივრად გამოჩნდა იუვენტუსში. ჩემპიონთა ლიგას კი არა იტალიის ჩემპიონატსაც ვერ იგებს ნარცისა
სერხიო რამოსი
08:43 22-03-2021
3
რეალშიც ბოლო წლებში იგივე სტატისტიკა ჰქონდა საჯარიმოებზე და იქნებ ვინმემ უთხრას რომ ვერ ურტყამს ამ საჯარიმოებს
ნიკა
21:53 21-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული