
სერია A-ს 28-ე ტურში "ბენევენტოსთან" განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელს, ანდრეა პირლოსა და კლუბის პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის კონფლიქტი მოუვიდათ.
La Stampa-ს ცნობით, "იუვეს" გასახდელიდან ხმამაღალი კამათის ხმა ისმოდა და მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა განაცხადა, რომ ეს მარცხი გუნდში პირლოს მუშობაზე გავლენას არ მოახდენს.