"სასუოლოს" მწვრთნელს "მილანთან" თამაში სუპერლიგის გამო არ უნდა

AutoSharing Option
"სასუოლოს" მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ განაცხადა, რომ სერია A-ს 32-ე ტურში "მილანთან" თამაში არ სურს, რადგან "როსონერი" ევროპის სუპერლიგის დამაარსებელ 12 კლუბს შორისაა.

"სუპერლიგაზე ფეხბურთელებთან ნახევარი საათი ვისაუბრე. რაც მოხდა, ძალიან მაბრაზებს. შეიძლებოდა ამის შესახებ ღიად გამოეცხადებინათ და არა შუაღამით პრესლიზით.

არ მინდა, ხვალ გუნდი "მილანთან" სათამაშოდ გავიყვანო. ამის შესახებ კლუბის გენერალურ დირექტორ ჯოვანი კარნევალეს და ფეხბურთელებს ვაცნობე. თუ კლუბი გუნდის სათამაშოდ გაყვანას მაიძულებს, ამას გავაკეთებ", - განუცხადა დე ძერბიმ Sos Fanta-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული